კობა ნაყოფია პარტიულ თანამდებობას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია დაკავებულ პოზიციას ტოვებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, პარტიის რიგით წევრად დარჩება.

„ჯერ კიდევ გახლავართ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუმცა დღეიდან, ალბათ, აღარ ვიქნები. ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია“ – აცხადებს ნაყოფია.

მსგავსი თემები