„პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს.

„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პორცესი სკოლები 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანემა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო,ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.

მსგავსი თემები