„სააკაშვილს მოკლავენ ციხეში“ – მანანა ჯებაშვილი

იუსტიციის მინისტრ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა სანდო არ არის, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გუნდის წევრები აფასებენ. როგორც ექიმი მანანა ჯებაშვილი აცხადებს, მინისტრის განცხადება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს კლინიკაში მოკლავენ.

„ჩვენთვის სამხარაულის დასკვნა სარწმუნო არ არის. სააკაშვილს ციხეში ვერ მიაბრუნებენ. ადამიანი, რომელიც არის 1 მეტრი და 92 სანტიმეტრი და 68 კილო, ეს არის ღრმა კახექსია და ვერ მიაბრუნებენ. სააკაშვილის მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში. დაიმახსოვრეთ. დღეს განაჩენი საბოლოოდ გამოტანილია. სასამართლოში შეგვძლია არ წავიდეთ“ – აცხადებს ჯებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზას შეასწავლინა და დაადგინა, რომ ის სანდო და სარწმუნო არ არის.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი გადამოწმდა და არ დადასტურდა – რას აპირებს სამინისტრო?!

მსგავსი თემები