იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი გადამოწმდა და არ დადასტურდა – რას აპირებს სამინისტრო?!

  იუსტიციის სამინისტრომ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეასწავლინა. როგორც მინისტრი აცხადებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ დასკვნა სარწმუნო არ არის. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველთვის გარკვეული სპეკულაციის საგანია. როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული. კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. განსაკუთრებით მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ … ვრცლად იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი გადამოწმდა და არ დადასტურდა – რას აპირებს სამინისტრო?!