კიევი საქართველოს დახმარებით კმაყოფილია – რისთვის დაიბარეს უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში?!

საქართველოს საგარეო უწყება  უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოფიციალური კიევი კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს, რომელიც მის განცხადებას უკავშირდებოდა. კერძოდ, კასიანოვი აცხადებდა, რომ საქართველოდან შესაძლოა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. მისივე შეფასებით, რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნიან.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საგარეო უწყებაში განმარტებები სთხოვეს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ”, – აღნიშნულიასაქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები