„გერმანული საბრძოლო ტექნიკა მწვანე შუქია პერტნიორებისთვის“ – უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიიდან ტანკების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და გერმანელ ხალხსა და კანცლერ ოლაფ შოლცს მადლობას უხდის.

„გერმანული საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელი მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. მადლობელი ვარ ოლაფ შოლცისა და ყველა ჩვენი მეგობრის გერმანიაში”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები