ევროკავშირი არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის რაოდენობის გაზრდას აანონსებს

ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს.  ევროკომისარ ილვა იოჰანსონის განცხადებით, ახალი გეგმა მიმართულია ევროკავშირში არალეგალი მიგრანტების გაზრდილ რაოდენობასთან გასამკლავებლად.

ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, მონაცემთა გაცვლის პროცესისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარების ინიციატივით გამოდის. მათ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს.

ევროკომისარის თქმით, 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 000 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. მათ უმრავლესობას არ აქვთ თავშესაფრის მიღების უფლება.

გერმანიაში ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი 2022 წელს იყო სირიიდან (27%), ავღანეთიდან (17%) თურქეთიდან (10%), ერაყიდან (6,9%) და საქართველოდან (4%).

მსგავსი თემები