ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარედ რჩება, ის ვერ გადააყენეს

ეკა ბესელიას „გუნდში“ გადანაცვლებული ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. მისი გადაყენების მცდელობის მიუხედავად, პარლამენტში 76 მომხრე ვერ მოიძებნა, ვინც მის გადაყენებას მწვანე შუქი აუნთო. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გააგრძელებს დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას.

კენჭისყრაზე მის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. რადგანაც, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი 76 ხმა ვერ შეგროვდა, ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო თანამდებობას ინარჩუნებს. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე ბექა ოდიშარიას უნდა ჩაენაცვლებინა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე და ამას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების შესახებ მსჯელობდნენ.

მსგავსი თემები