,,ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს”- აშშ-ში რუსეთის ელჩი

,,ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების შესაძლო მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება, ”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განავაცდევინოს რუსეთს.

„აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ მსგავსი ნაბიჯის გამართლება „თავდაცვითი იარაღის“ არგუმენტებით ნამდვილად არ იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

მსგავსი თემები