„ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“ –  სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში მიმდინარე ომს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომს უწოდებს. როგორც ლავროვი აცხადებს, ამ ომს დასავლეთი დიდი ხანი ამზადებდა.

„როდესაც ვსაუბრობთ რაც ხდება უკრაინაში, ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. ის საკუთარ კოლეგას, პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

 

მსგავსი თემები