,,ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია – არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს”- გიული ალასანია

,,ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას უპასუხა.

გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ექიმების მიერ დასახელებულ საკვებს ვერ იღებს.

“მე არ ვიცი, შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ სპეციალისტებისგან და მაღალი დონის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი მოწამლულია. იმის გამო, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს, რომელიც არ გამოსულა ორგანიზმიდან, ამაზე აქ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამის გამო, ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს.

ექიმები გვეუბნებიან, რომ საკმარისი კალორაჟი არ არის, მართალია, მკურნალი ექიმი ამას გვეუბნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, თუ სხვა რამე. ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ უკან დააბრუნა. ორგანიზმი ასეთ საკვებს ვერ იღებს. რასაც თვითონ მისახელებს ის მომაქვს, ხანდახან უთქვამს კიდევაც, მაგრამ ვერ შეუჭამია. აი, ასეთი მდგომარეობაა და ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, ადამიანი იმიტომ ხდება.

რამდენჯერმე აქ ზურაბ ჩხაიძის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, მაგრამ ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უკან მიდის. ადამიანი წონაში იკლებს და სუსტდება, თქვენ წარმოიდგინეთ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება იმდენად არის დასუსტებული”,-განაცხადა ალასანიამ.

,,მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ”- ნინო ნადირაძე

მსგავსი თემები