,,გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას”- დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში.

„სავარაუდოდ გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.

არახამიას განცხადებით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვის საქმეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი დააკავეს და ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.

 

მსგავსი თემები