სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობისთვის, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

მსგავსი თემები