24 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – როგორია საგარეჯოში დაჭრილების მდგომარეობა

საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ადამიანი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” განაგრძობს.

ექიმის ინფორმაციით,  24 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება. ორ დაჭრილის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

 

მსგავსი თემები