ბალტიის ქვეყნები გერმანიას მიმართავენ, უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს

უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში ისევ აქტიურად დგას. გერმანია პროცესს აჭიანურებს, რაც უკრაინისთვისა და მისი მოკავშირეებისთვის გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და გერმანიას  მოუწოდეს,  უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცეს გადასცეს  „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები.

„ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები