„თქვენ მაინც დაეხმარეთ უკრაინას“ – პოდოლიაკი დასავლეთს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დასავლეთს სოციალური ქსელით საშუალებით მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

„თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით.  გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არც არსებობს. გადაწყვეტილების მიუღებლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილს ნიშნავს. უფრო სწრაფად იფიქრეთ“, – აცხადებს  პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები