სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, საბურთალოზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მსხვერპლი არ არის, დაზიანდა მხოლოდ იქვე მდგომი ავტომანქანა. შემთხვევა ბენდელიანის ქუჩაზე მოხდა.

„დაშავებული არავინაა, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ხვალ დილიდან დაიწყება ნაშალი მიწის და კედლის დარჩენილი სახიფათო ელემენტის დემონტაჟი და გატანა, აქვეა მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და მომავალში რა უნდა ვქნათ. პირველადი დათვალიერებით, ეს არის წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. საფრთხის შემცველი კედლები, რომელზეც ამ ქუჩიდან „ამხანაგობისგან“ განცხადებები იყო შემოსული, ყველას რეაბილიტაცია გავაკეთეთ, მუნიციპალური ლაბორატორია დარჩენილ ორ კედელსაც გამოიკვლევს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

 

მსგავსი თემები