მარტამდე პურის ფასი არ შეიცვლება, რა იქნება შემდეგ?!

პურის ფასის დადგენაში მნიშვნელოვან როლს ისევ რუსეთი თამაშობს. ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ მარტამდე, არსებული ფასი შენარჩუნდება. რა იქნება მარტის შემდეგ, დამოკიდებულია მსოფლიო გამოწვევებზე.

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, წელს მსოფლიო ბაზარს უკრაინული ხორბალი დააკლდება, რამაც შესაძლოა, ფასის ცვლილება გამოიწვიოს.

„ვადასტურებთ, რომ მარტის თვემდე პურის ფასზე ცვლილებები არ იქნება, რადგამ მარაგები მარტის თვემდე უკვე არსებობს. ასევე, მარტამდე ვამბობთ იმიტომ, რომ მარტი არის ის თვე, როდესაც იკვეთება ნათესების ბალანსი მსოფლო ბაზარზე. მეორეა ხორბლის დერეფნის მუშაობა, რომელიც მარტში სრულდება და უნდა მოხდეს გაგრძელება. ეს არის ოთხმხრივი პროცესი – რუსეთი, უკრაინა, თურქეთი და გაერო. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა წელს რუსეთი არ აპირებდა ამ დერეფნის გაგრძელებას, რისკი წელსაც არსებობს. ასევე, არ ვიცით უკრაინაში რა მოსავალი მოვა. ომიდან გამომდინარე, არ არის ცნობილი რამდენი ხორბალი დაითესა და რა მოვა. სავარაუდოდ, უკრაინიდან მიღებული ხორბალი დააკლდება მსოფლიო ბაზარს. აქედან გამომდინარე, მარტში გვეცოდინება ტრენდის განვითარება“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები