22 წლის გოგოს ოპერაციისას მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

რუსთავში 22 წლის გოგოს ოპერაცია გვიან ჩაუტარდა. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. მიზეზი მუცლის ღღუში ჩატოვებული სამედიცინო მაკრატელია.

პაციენტმა ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის უკან გაიკეთა. მას შემდეგ, მას მუცლის ტკივილები დაეწყო და მუცელი ეზრდებოდა. კლინიკაში მიმართვისა და რენტგენის შემდეგ აღმოჩდა, რომ მუცლის ღრუში სამედიცინო მაკრატელი იყო ჩარჩენილი.

მაკრატლის ამოსაღებად გოგონას ოპერაცია წუხელ რუსთავში,  მარადელიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა.

„კლინიკაში სადაც პირველი ოპერაცია ჩაუტარდა ჩემს მეუღლეს, ეუბნებოდნენ, ტკივილი გავილისო. გაუსივდა მუცელი, გადაუღეს რენტგენი და მაკრატელი აღმოჩნდა. ღმერთმა იცის რა მოხდება“ – ამბობს პაციენტის მეუღლე.

 

მსგავსი თემები