სამეგრელოში ხანძარია

სამეგრელოში, კერძოდ კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საკოკაიოს უბანში ხანძარია. ცეცხლი მინდორში გაჩნდა. შემთხვევის ადგილისკენ შესაბამისი ბრიგადები მიემართებიან. ცეცხლი 10 ჰექტარ მიწის ფართობს უკიდია. ხანძრიდან დასახლებულ პუნქტამდე მანძილი კი ნახევარი კილომეტრია.

მსგავსი თემები