გერმანია უკრაინას მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორც მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, სამხედრო დახმარების პაკეტი ძირითადად საზენიტო დანადგარებს მოიცავს.

საუბარია „Marder“-ის 40 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე; „ Gepard“-ის ტიპის 7 ერთეულ თვითმავალ საზენიტო დანადგარზე; „Patriot“-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და „IRIS-T“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე.

მინისტრის ინფორმაციით, პაკეტის ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსგავსი თემები