საგარეჯოში, თავდამსხმელის, ნოდარ ადუაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა დასრულებულია

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც ნოდარ ადუაშვილმა ჩაიდინა, მისი ოჯახის წევრები დილიდან, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ. შვილისა და მეუღლის გამოკითხვა დასრულებულია. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცველები ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ.

დაჭრილების მდგომარეობა კი უცვლელია. როგორც “ჯეო ჰოსპიტალში” აცხადებენ, ერთი პაციენტი უკვე გაწერეს.

“სამიდან 2 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და ისინი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობენ, ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოში,”- აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ სროლის შედეგად  6 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 5 პირი.

მსგავსი თემები