„რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც გახარია აცხადებს, რუსეთი საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო ასაჩუქრებს.

„რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“, – აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ დუმის დეპუტატის – სერგეი გავრილოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, საქართველოსთან საჭიროა არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. მან საქართველოში რუსეთის საკონსულოსა და საელჩოს საჭიროებაზეც ისაუბრა.

 

მსგავსი თემები