,,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა ჩვენება მისცა გამოძიებას შვილმა”- კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი

კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ იტყვის თუ რა ჩვენება მისცა, საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმაში ბრალდებულის, ნოდარ ათუაშვილის შვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გაეცემა პასუხი.

,,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა ჩვენება მისცა გამოძიებას შვილმა და როგორ ითანამშრომლა,”- განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა.

მსგავსი თემები