,,ასი მადლობა არ ნიშნავს ას ტანკს – დრო უნდა გახდეს ჩვენი საერთო იარაღი“- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ, ყველას შეგვიძლია ათასობით სიტყვის თქმა, თუმცა ეს სიტყვები ვერ ჩაანაცვლებს ქვემეხებს, რომლებიც საჭიროა რუსული არტილერიისგან, საზენიტო რაკეტებისა და ავიადარტყმებისგან ხალხის თავდაცვისთვის,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების რაოდენობაზე ნუ ივაჭრებენ.

„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას და ეს აბსოლუტურად სამართლიანი იქნება იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ გააკეთეთ, მაგრამ. ჩვენ, ყველას შეგვიძლია ათასობით სიტყვის თქმა, თუმცა ეს სიტყვები ვერ ჩაანაცვლებს ქვემეხებს, რომლებიც საჭიროა რუსული არტილერიისგან, საზენიტო რაკეტებისა და ავიადარტყმებისგან ხალხის თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო უნდა გახდეს ჩვენი საერთო იარაღი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები