მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ

ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ. საქმე  კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობასეხება, რომელსაც ბოლდუინმა  შემთხვევით, ფილმ „რასთის“ გადაღებების დროს ესროლა.

ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დრო მოხდა. ბოლდუინი რეპეტიციას გადიოდა, მან არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.

არაგაზრახ მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელ მენეჯერ ჰანა გუტიერეს-რიდს, ხოლო კინორეჟისორ დევიდ სოუზას ბრალი არ წარედგინება.

ბოლდუინის განცხადებით, მას რევოლვერის ჩახმახი არ გამოუკრავს.

იმ შემთხვევში, თუ ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 18 თვემდე პატიმრობა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

 

მსგავსი თემები