,,დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო”- ოთარ თოიძე

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ნევროლოგი ოთარ თოიძე იკითხება.

მისი თქმით,  სააკაშვილს ის პრობლემები, რომლებიც კვლევისას დაადგინეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის დროს არ ჰქონდა.

,,პირველი  დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო. მეორე – მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ნევროლოგიური სტატუსი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარება უნდა შეფასდეს, როგორც მძიმე,”- განაცხადა თოიძემ.

ოთარ თოიძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სათანადო მკურნალობას საჭიროებს.

“მსჯავრდებული სააკაშვილი მძიმედ არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, მან დღემდე განვლილი 14 თვის განმავლობაში ვერ მიიღო სრულყოფილი, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომლის ორგანიზება პატიმრობის პირობებში შეუძლებელია. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის მის გამოჯანმრთელებას, შეუთავსებელი პატიმრობასთან და ამავდროულად ხელს უშლის სასჯელის მოხდას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევისათვის და თერაპიისათვის, განთავისუფლებული უნდა იყოს სასჯელის შემდგომო მოხდისგან”, – აღნიშნა თოიძემ.

მსგავსი თემები