,,მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი მიუღებელია” – თოლორაია

ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიცირების დრო მაინცდამაინც მის დეკრეტში ყოფნას დაამთხვიეს, რაც განზრახ მოხდა, ასევე სწორედ ამ დროს  დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება.

“მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებლია სახელმწიფო ინსპექტორის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი. “ნაცვლად იმისა საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პრესონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციისა და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქციის ერთად თანაარსებობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტს და საფრთხეს უქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს”, – განაცხადა თოლორაიამ.

ლონდა ფიქრობს, რომ “ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია”.

მსგავსი თემები