გელათის მონასტრის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაშავებული ტაძრის წინამძღვრის, იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმების ინფორმაციით, მას სხეულის 44% აქვს დამწვარი. არქიმანდრიტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
კელიაში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა და მის გადასარჩენად შევიდა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო.