ავსტრალიის ღია პირველობაზე მაყურებელს რუსეთისა და ბელორუსის დროშებით მისვლა აეკრძალა

ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის ტურნირზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა. თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გულშემატკივრებმა რუსეთის დროშა უკრაინელი კატერინა ბაინდლისა და რუს კამილა რახიმოვას შორის მატჩის დროს გამოაჩინეს.

უკრაინელი გულშემატკივრების თქმით, მატჩის დროს რუსი გულშემატკივრები კატერინა ბაინდლს დასცინოდნენ, რის შემდეგაც მათ ადგილზე პოლიცია და დაცვა გამოიძახეს.

“ხალხს შეუძლია ეს შეურაცხყოფად მიიჩნიოს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ თქვენი ჩვეულებრივი მხარდამჭერები ვიყავით. არ ყოფილა დაცინვა ან უპატივცემულობა”, – განუცხადა რუსმა გულშემატკივარმა ადგილობრივ მედიას.

მანამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩმა მატჩის ორგანიზატორებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები