უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მონაცემები 15 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

“დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები”, – ნათქვამია  განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაღუპულთა რეალური რიცხვი “საგრძნობლად მეტია”, რადგან  ვერ ხერხდება იმ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მოკვლევა, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები