რუსეთმა, სავარაუდოდ, აიღო ქალაქი სოლედარი – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის ძალებმა ქალაქი სოლედარი სავარაუდოდ, აიღეს. მათივე ცნობით, ეს არ გამოიწვევს ბახმუტის გარდაუვლად ალყაში მოქცევას.

ანალიტიკოსების განცხადებით, 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც და სავარაუდოდ, მათ განდევნებს უკრაინის ჯარები დასავლეთ გარეუბნიდან.

“ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში”, – ნათქვამია ყოველდღიურ განახლებაში.

 

 

მსგავსი თემები