,,მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი იქნება”- მაიკლ მაკფოლი

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი იქნება. მისი თქმით, ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს.

,,100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა.  მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები. ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. თუ ის ჯანმრთელია, იმედია, გვაჩვენებენ ამის მტკიცებულებებს. კარგი ნაბიჯი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ მას არ ემუქრება სერიოზული საფრთხე, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ვარაუდობს.

ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს.  ფაქტი, რომ ბრიუსელში მოლდოვასა და უკრაინის მოწვევა გადაწყვიტეს და არა საქართველოსი, ვფიქრობ, არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ ხედავენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. რაც შეეხება რუსეთისადმი დახმარებას სანქციების აცილებაში. 2023 წელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა სანქციების რეჟიმის ხარვეზების გასწორებას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან” ,- განაცხადა მაიკლ მაკფოლმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები