ტყიბულში, სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძრის მეზობელ სახლებზე გავრცელების საშიშროება იყო.

სახლი სრულიად დაიწვა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

მსგავსი თემები