ძლიერმა ქარმა სადენები დაგლიჯა, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სენაკშია გაჩერებული

თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა, ნახევარ საათზე მეტი სენაკის რკინიგზის სადგურშია გაჩერებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სადენები დაგლიჯა და მატარებელმა დაგეგმილი რეისი ვერ შეასრულა.

მგზავრები მიკროავტობუსებსა და სხვა ტრანსპორტში გადაანაწილეს.

მსგავსი თემები