უწყვეტი თოვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა

თორმეტსაათიანი უწყვეტი თოვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობა ხელსაყრელ დროს აღდგება.

ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ნაწილზეც.

ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, სოფელ გომბორში და შუა მთის მონასტრის გადასახვევთან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მსგავსი თემები