,,მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე”- ემანუელ ლაჰანი

ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგის, ემანუელ ლაჰანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს  ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები – თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება, განვითარედეს უცაბედ სიკვდილში. ჩემი გასინჯვის დროს, მე ვხედავ, რომ ეს საშიშოება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება”, – აღნიშნა ლაჰანმა.

მსგავსი თემები