,,ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში”- ამერიკელი ნევროლოგი

ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგის, ემანუელ ლაჰანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მძიმე დიაგნოზი დემენციაა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

,,რაც შეეხება დემენციას, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება, ეს არის სწარაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამაინის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, თავის მოვლა, შხაპი და ა.შ. რამდენადაც ვნახე, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით, არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა და სწორი მოვლა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში”- განაცხადა ლაჰანმა.

მსგავსი თემები