ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება – ბრიტანული ფირმა

ბრიტანეთში არსებული ჯანდაცვის ფირმის, Airfinity-ის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება.

მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი.

ჯანდაცვის ფირმის განცხადებით, ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. „ნულოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსს სულ მცირე 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები