,,ნუ კივი ბიჭო…დამამშვიდებელი არ გაქვთ?”- ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში

ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომათა დარბაზში –  „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება „ზონდერი“ არ ეკუთვნის.

„მეგობრებო გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი“,- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

მსგავსი თემები