მექსიკიდან აშშ-ში არალეგალური გზებით გადასვლა რთულდება

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონი ძალაში დატოვა. შესაბამისად შტატების სასაზღვრო პოლიციას მექსიკის საზღვრიდან არალეგალი მიგრანტების მყისიერი დეპორტაციის უფლებამოსილება ძალაში რჩება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მექანიზმით დეპორტაციას 2.5 მილიონი ადამიანი დაექვემდებარა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საიმიგრაციო კანონების გადახედვას აანონსებს, თუმცა მექსიკასთან მოსაზღვრე შტატებში რესპუბლიკელები საიმიგრაციო კანონების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ.

 

მსგავსი თემები