მედვედევის აზრით, მოღალატეები, რომლებსაც სამშობლო ეზიზღებათ, რუსეთში აღარასდროს უნდა შეუშვან

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოღალატეები, რომლებსაც სამშობლო ეზიზღებათ, რუსეთში აღარასდროს არ უნდა შეუშვან.

მისი თქმით, ასეთი მოქალაქეები საზოგადოების მტრებად უნდა გამოცხადდნენ.

„მოღალატეები, რომლებსაც ისე ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა, რომ მისი დამარცხებისა და დაღუპვის მოწოდებით გამოდიან, უნდა განიხილებოდნენ საზოგადოების მტრებად, მიუხედავად მათი ქმედებების იურიდიული კვალიფიკაციისა“, – წერს მედვედევი.

მსგავსი თემები