თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი.
„აღმოჩენილია 58 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვი, 3023 მეტრის სიღრმეში, Caycuma 1 ბლოკში“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, შავ ზღვაში თურქეთის ბუნებრივი აირის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულება ერთი ტრილიონი დოლარია.