,,სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე”- ზურაბ აზარაშვილი

,,დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით, ასევე იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით,  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შესაძლებლობა აქვს და, შესაბამისი ნიმუშების ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ექსპერტიზის ჩატარება.

„გიპასუხებთ ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან, რადგან ჩვენ არანაირად არ ვართ ამ პროცესში ჩართული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები