ბოლო 9 თვეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა

2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, ნოემბრის თვეში საქართველოში რუსეთის 121 454 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 347%-ით მეტია.

მარტიდან ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:

მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე;
აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე;
მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე;
ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე;

ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე;
აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე;
სექტემბერი – 222 274 რუსეთის მოქალაქე;
ოქტომბერი – 133 640 რუსეთის მოქალაქე;
ნოემბერი – 121 454 რუსეთის მოქალაქე.

ამავე მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 403 507-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი – ქართველი.

მსგავსი თემები