რას გეგმავს სააკაშვილის პარტია პრეზიდენტის გადასარჩენად? – მელია “უკომპრომისო ბრძოლას” აანონსებს

რას გეგმავს სააკაშვილის პარტია მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად? – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე “უკომპრომისო ბრძოლას” აანონსებს.

“სიცოცხლის რისკის ფასად დავიცავთ საქართვლოს მომავალს”- განაცხადა მელიამ. მისი თქმით, გუშინ “სახელმწიფოს წამება იხილა” საზოფადოებამ.

„ურთულესი დღეები ვალოდება წინ, ჩვენი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ეს “ქართულ ოცნებას” მოუწევს. დრო არ ითმეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ამას მოახერხებთ”- თქვა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კადრების გავრცელებით, სააკაშვილის დაცბა ვერ შეძლო. მელიას თქმით, გუშინ “ეროვნული პრესტიჟი განადგურდა”.

„უკან დახევა არ იქნება, უკომპრომისო ბრძოლა გველოდება… ხვალ და ზეგ აქტიური მობილიზაცია მოხდება. მჯერა რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი გაერთიანდება”- დასძინა მელიამ.

მსგავსი თემები