ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,  ოკუპანტებმა ცეცხლი დროებით ოკუპირებული ენერგოდარიდან გახსნეს.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სახლები, მაღაზიები, სკოლა და კოლეჯი.

მსგავსი თემები