გაურკვეველ მდგომარეობაში გაუჩინარებული რამაზ გერლიანი გამოჩნდა

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი, რომლიც 19 დეკემბერს გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა, გამოჩნდა. როგორც ახლობლებმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ის ჯანმრთელად და კარგადაა. რამაზ გერლიანი, ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. “მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, ის დღეს დილით, 03:00 საათზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რამაზ გერლიანს ოჯახი 19 დეკემბრიდან ეძებს. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.  ეს პოსტი სოციალურ ქსელში უცნობი მიზეზით უკვე აღარ იძებნება.  ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკარგულ გერლიანს ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გერლიანის ოჯახის წევრებმა „მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გაუჩინარების დეტალებსა და საეჭვო გარემოებებზე ისაუბრეს.

 

 

მსგავსი თემები