,,სანამ ბიძინა ივანიშვილი მართლა არ გაკოჭეს და ღარიბ-ღატაკი არ დატოვეს, გონს მოეგონ”- ალეკო ელისაშვილი

,,ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ,”- ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა უფრო გონიერებით უნდა იმოქმედოს.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიგოს, სულ მასონებს, ბნელ ძალებს და შეთქმულებას კი ნუ აბრალებენ და ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ, იმ კრიტიკას თვალი გაუსწორონ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლა ევროპის ნაწილი ვიყოთ, კალაძესავით აგდებულად კი არ ვლაპარაკობდეთ, ცოტა უფრო გონიერებით უნდა იმოქმედონ ამის შემდეგ და ისე არ გასცენ პასუხი, როგორც დაჩვეულები არიან, გეგონება ორღობეში ჩაცუცქულ „ტიპზე“ ლაპარაკობ, ისე რომ მოიხსენიებდნენ ევროპარლამენტარებს. ზუსტად მაგის შედეგია, როგორც ლაპარაკობდნენ ევროპარლამენტარებზე ლაზღანდარულად, ის დაუბრუნდათ ზუსტად უკან იმ რეზოლუციიდან, ახლა მაინც მიხვდნენ ცოტა, რომ სანამ ის ბიძინა ივანიშვილი არ გაკოჭეს მართლა და არ დატოვეს ღარიბ- ღატაკი, გონს მოეგონ,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები