,,კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა”- კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

,,ცოტა ხნის წინ გასკდა კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე დამტკიცებული დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მას გადაფარვა არ სჭირდება.

„ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის სამინისტრო როდესაც კადრებს ასაჯაროებს, წარსულშიც ასე იყო და ახლაც ასეა, როგორც მარტივად შეგვიძლია, გავაანალიზოთ, რომ ეს არის პასუხი ფეიკკამპანიაზე, რომელიც წარმოებდა 400 დღის განმავლობაში და დღემდე წარმოებს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად კვდება 400 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი. ეს იყო პასუხი ამაზე. რა შუაშია აქ რეზოლუცია, რომელსაც აქვს ჩალის ფასი. ჩალას სიმძიმე ვერ ექნება, ჩალას წონა ვერ ექნება, ვერც ასე, ვერც ისე. ჩალა როგორც არ უნდა შეფუთო, მას წონა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები